რეფლექსია მე-7 დღე
შევისწავლეთ და განვიხილეთ დროში გაწერილი გეგმა, განვიხილეთ პროექტის დაწყებისა და მსვლელობის გზები, გამოყენებული მეთოდები და ინსტრუმენტები.
რეფლექსია მე-8 დღე
ვმსჯელობდით ფასილიტაციის მასალაზე, თუ რა მასალა ( შაბლონი, ცხრილი, ფოტო და ა. ს. ) უნდა გამოიყენოს მოსწავლემ, რათა გააზრებულად იცოდეს რა გააკეთოს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულირებას და მოტივაციას.
ლეილა შაგულაშვილი
Sunday, October 2, 2016
Friday, September 23, 2016
პროექტი დამეხმარება მრავალფეროვანი აქტივობების შესრულებაში. დასახული მიზნები დამეხმარება მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტებით გათვალისწინებულ შედეგებს, განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარები, შეძლებენ იმსჯელონ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რაც საშუალებას მომცემს სწორი ფოკუზირება მოვახდინო პროექტის მსვლელობაზე. პროექტზე მუშაობა დამეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენასა და საგანთა შორის კავშირების გააზრებაშიც.
Saturday, September 3, 2016
დღეს ზოგადად გავეცანით ტრენინგს---,,პროექტების სწავლება", ,რომლის საშუალებითაც წარმოდგენა შეგვექმნა მის მიზნობრივ გამოყენებასა და დანიშნულებაზე. მისი საშუალებით მოსწავლეებში მაღლდება მოტივაცია,ჩართულობა, პასუხისმგებლობა, ინტერესი თემისადმი ,ბავშვები ეჩვევინ დამოუკიდებლობას, თანამშრომლობას, უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები, გადიან 21-ე საუკუნის უნარების მაღალ აზროვნებაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)