Sunday, October 2, 2016

რეფლექსია  მე-7 დღე

შევისწავლეთ და განვიხილეთ დროში გაწერილი გეგმა, განვიხილეთ პროექტის დაწყებისა და მსვლელობის გზები, გამოყენებული მეთოდები და ინსტრუმენტები.


რეფლექსია მე-8 დღე

ვმსჯელობდით ფასილიტაციის მასალაზე, თუ რა  მასალა ( შაბლონი, ცხრილი, ფოტო და ა. ს. )  უნდა გამოიყენოს მოსწავლემ, რათა გააზრებულად იცოდეს რა გააკეთოს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულირებას და მოტივაციას.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, პროექტით სწავლება ნამდვილად ავითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს და კრიტიკულ აზროვნებას.
მოსწავლე მეტდაა ცართუკი და მოტივირებული.

Friday, September 23, 2016

      განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, შევარჩიეთ თუ რა სახის მრავალფეროვანი ნიმუშები გაკეთდა, რაც მომცემს მრავალფეროვანი შეფასების საშუალებას.
      ჩავატარეთ სავარაუდო კვლევები და ავაგეთ შესაბამისი დიაგრამები.
       ჩვენ შევისწავლეთ შეფასების 5 სტრატეგია თავისი შესაბამისი მეთოდებითა და  ინსტრუმენტებით. ვისწავლეთ და უკვე ვიცით რა მეთოდი და ინსტრუმენტი გამოვიყენოთ პროექტის დასაწყისში, მისი მსვლელობისას და დასასრულს.
       პროექტი დამეხმარება მრავალფეროვანი აქტივობების შესრულებაში. დასახული მიზნები დამეხმარება მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტებით გათვალისწინებულ შედეგებს, განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარები,  შეძლებენ იმსჯელონ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რაც საშუალებას მომცემს სწორი ფოკუზირება მოვახდინო პროექტის მსვლელობაზე.  პროექტზე მუშაობა დამეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენასა და   საგანთა შორის კავშირების გააზრებაშიც.

Saturday, September 3, 2016

დღეს ზოგადად  გავეცანით ტრენინგს---,,პროექტების სწავლება", ,რომლის საშუალებითაც  წარმოდგენა შეგვექმნა მის მიზნობრივ გამოყენებასა და დანიშნულებაზე. მისი საშუალებით მოსწავლეებში მაღლდება მოტივაცია,ჩართულობა, პასუხისმგებლობა, ინტერესი თემისადმი ,ბავშვები ეჩვევინ დამოუკიდებლობას, თანამშრომლობას, უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები, გადიან 21-ე საუკუნის უნარების მაღალ  აზროვნებაზე.